19 მაისი 2024,   19:24
ვრცლად
რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი ცენტრი გაიხსნა

რუსთავში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ახალი ცენტრი გაიხსნა. 150 ბენეფიციარზე გათვლილი ცენტრი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აშენდა და შშმ პირთა მუნიციპალური ცენტრის ბაზაზე გაიხსნა.

ახალი ცენტრი, სრულად აღჭურვილი და ადაპტირებულია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის გასაწევად.

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს.

ღონისიებას აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრნენ.

პროექტი, 779 750 ამერიკული დოლარით აშშ-ს საელჩომ დააფინანსა.

დღის ამბები