19 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ალეპოს აეროპორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტი დაბომბა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების გამო, ალეპოს აეროპორტმა მუშაობა მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ შეაჩერა.

დაბომბვის შედეგად დაზიანებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკი და რადიო ნავიგაციის სისტემა. სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები ხმელთაშუა ზღვიდან გაუშვეს.

დღის ამბები