19 სექტემბერი 2024,   05:04
ვრცლად
კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს ვიეტნამში 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვიეტნამში, კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთაგან 17 მამაკაცია და 15 ქალი.

ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ჰო ჩი მინთან მოხდა. ხანძარი გვიან ღამით დაწესებულების მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მესამეზე, რის შედეგადაც მომხმარებლები და თანამშროლები შენობაში ბლოკირებულები აღმოჩნდნენ.

რამ გამოიწვია ხანძარი, ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. 

 

 

დღის ამბები