16 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოს დასანქცირებას. "ლელოს" არასდროს მოუთხოვია და არც კოალიცია "ძლიერი საქართველო" ითხოვს სანქციებს - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აშშ-ის მხრიდან მორიგი სანქციების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დასანქცირებას არ ეთანხმებიან და ეს ბევრჯერ უთქვამთ. თუმცა, მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და კონკრეტულ მაღალჩინოსნებს პერსონალური პასუხისგება მოუწევთ. თემის შესახებ ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერში" ისაუბრა.

"ძალიან მძიმე სანქციებზე საუბრობენ უკვე სახელმწიფოსთან მიმართებით. ჩვენ არ ვეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოს დასანქცირებას. "ლელოს" არასდროს არ მოუთხოვია და არც კოალიცია "ძლიერი საქართველო" არ ითხოვს სანქციებს საქართველოს სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს ჩინოვნიკები, ერთი - ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს, მიათრევენ ამ ქვეყანას რუსეთისკენ და, პარალელურად, პროპაგანდის, ძალადობის კასკადს მიმართავენ ქართული საზოგადოებისკენ, პოლიტიკოსებისკენ, ჟურნალისტებისკენ, სამოქალაქო აქტივისტებისკენ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე მათ პერსონალური პასუხისგება უწყევთ და მოუწევთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები