05 ოქტომბერი 2024,   00:57
ვრცლად
პედოფილიის ფაქტზე ტაქსის მძღოლი იძებნება - 13 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ორი დღეა არავის უნახავს

პედოფილიის ფაქტი შიდა ქართლში - არსებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცმა 13 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. პოლიცია ამ დრომდე ეძებს არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც სკოლის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, ტაქსის მძღოლია, თუმცა ის ბოლო ორი დღეა არავის უნახავს.

რაც შეეხება ამ მძიმე დანაშაულს, "კურიერის" ინფორმაციით, ფაქტის შესახებ პოლიციას მოზარდის დედამ აცნობა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოიკითხნენ მოზარდიც და ოჯახის წევრებიც.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები