19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
მიხეილ გომიაშვილი გარდაიცვალა

ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელში მისი მეგობრები ავრცელებენ.

მიხეილ გომიაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ფილმსა და სერიალში, მათ შორის, "ყავა და ლუდი", "რენე მიდის ჰოლივუდში", "ანთიმოზ ივერიელი","სიყვარული ვენახში", "გასეირნება ყარაბაღში 2", "კახეთის მატარებელი", "პრეზიდენტი" და ა.შ.

მიღებული აქვს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრიზები, მათ შორის  "ოქროს ნიღბის" საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში "მამა" და "ART-ხელოვნება"

დღის ამბები