02 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
კარგი განწყობა, იუმორი და საინტერესო სტუმრები - ერთგული მაყურებლის წინაშე მხიარული და გასართობი ისტორიებით პაატა გულიაშვილის შოუ ბრუნდება

კარგი განწყობა, იუმორი და საინტერესო სტუმრები - ერთგული მაყურებლის წინაშე მხიარული და გასართობი ისტორიებით პაატა გულიაშვილის შოუ ბრუნდება. ახალი იუმორისტული გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში ახალ სატელევიზიო სეზონზე გამოჩნდება.

პომპეზური გარემო, წითელი ხალიჩა, ვირი - შავი ლიმუზინის ნაცვლად, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და ხაზს უსვამს გადაცემის კახურ ელემენტებს. პირველი გადაცემის ჩაწერისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. რუსთაველის თეატრის სცენიდან - "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში და შემდეგ იუმორისტული გადაცემის წამყვანის ამპლუაში, პაატა გულიაშვილი და შემოქმედებითი ჯგუფი საინტერესო სეზონს გვპირდებიან.

პირველი გადაცემის ჩაწერისთვის სცენარისტები ბოლო დეტალებს აზუსტებენ, შოუს პირველი თემა და სტუმრების ვინაობა საიდუმლოდ რჩება, თუმცა, ცნობილია, რომ გადაცემა მაყურებელს არაერთ საინტერესო ეთერსა და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. Night Show-ს ფორმატი კახური ინტერპრეტაციებით, რუბრიკა, რომლის მიზანია რეგიონალური მიმოხილვები და საზოგადოებისთვის სოფლად მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობის ჩვენება. გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ სულ მალე, მაყურებელს მხიარული განწყობა შეუქმნას.

გადაცემის სტუმრებთან ერთად შესრულებული იუმორისტული ნომრები, ქსოვრელები, ფანოღი და მსოფლიო ჰიტები, პაატა გულიაშვილის შოუ 15 სექტემბრიდან ყოველ ხუთშაბათს, 9 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე, ზუსტად 10 საათზე "რუსთავი 2"-ის ეთერში იწყება.

ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი

დღის ამბები