დღეს, სავარაუდოდ, იმ პირის განაჩენი გამოცხადდება, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები შეიფარა.
ირაკლი ბიბილეიშვილი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით არის დაკავებული, გამოძიების ინფორმაციით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, რომლებმაც გასული წლის სექტემბერში ნიკო კვარაცხელია მოკლეს, მკვლელობიდან ერთი დღის განმავლობაში თბილისში სწორედ ბიბილეიშვილის სახლში იმალებოდნენ.