საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს - ჩვენი გუნდი გიბრალტარში ადგილობრივი ნაკრების დამარცხებას შეეცდება.
ეროვნული ნაკრები მომავალ შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, 23 სექტემბერს მაკედონიის დამარცხებით ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნახევარფინალში თამაში გაინაღდა, დღევანდელ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის "ცე" დივიზიონში საუკეთესო შედეგს დააფიქსირებს და მომავალ ნახევარფინალს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
გიბრალტარი-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.