26 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
რეფერენდუმები დასრულდა, შედეგები ცხადია, მოგესალმებით სახლში, რუსეთში – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. რეფერენდუმების "შედეგებს" ეხმაურება.

"რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები ცხადია. მოგესალმებით სახლში, რუსეთში". – წერს მედვედევი.

საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან შეერთების საკითხზე ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს აქვეყნებენ. მათი მტკიცებით, ხმების სრულად დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში ე.წ ამომრჩევლების 99.23%-მა, ლუჰანსკში - 98.42%-მა, ზაპოროჟიეში - 93.11%-მა, ხერსონში კი - 87%-მა დაუჭირა მხარი.

დღის ამბები