15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
კონკრეტული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების წარდგენის საფუძველზე დავასაბუთეთ - რას პასუხობს სახალხო დამცველი მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვას

ომბუდსმენის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნინო ლომჯარია შეკითხვებს პასუხობს. მოსმენას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ ნინო ლომჯარიას შეკითხვა სასამართლოს გავლენიანი ჯგუფების მხრიდან მართვის ფაქტის მტკიცებაზე დაუსვა. 

"გარკვეული გავლენიანი ჯგუფების მხრიდან სასამართლოს მართვა, რაც თქვენი მხრიდან წარმოდგენილია მტკიცებით ფორმატში. ბატონ ალუდას დავეთანხმები და მაინტერესებს, თქვენი მხრიდან კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა იმიტომ, რომ ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის, ასევე ნებისმიერი მოსამართლისთვის აღნიშნული განაცხადი არის შეურაცხმყოფელი. მე ნამდვილად არ ვთვლი რომ კონკრეტული პირი მონაწილეობას ღებულობს ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში," - თქვა აბუსერიძემ.

ნინო ლომჯარიამ მოსამართლე აბუსერიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ომბუდსმენმა სპეციალურ ანგარიშში კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასაბუთა სხვადასხვა დარღვევების არსებობა.

"სპეციალური ანგარიშით წარვდექით პარლამენტის წინაშე, სადაც ძალიან დასაბუთებულად, კონკრეტული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების წარდგენის საფუძველზე დავასაბუთეთ თუ როგორ ორგანიზებულად ხდებოდა, წინასწარ განსაზღვრულად, მათემატიკური სიზუსტით ხდებოდა ხმების ისე გადანაწილება იუსტიციის საბჭოში, მაგალითად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სასარგებლოდ რომ არჩეულიყვნენ კონკრეტულად მათთვის სასურველი მოსამართლეები," - განაცხადა ლომჯარიამ.

დღის ამბები