26 აპრილი 2024,   20:41
ვრცლად
"ყველამ დაიმახსოვროს, ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ" - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი თავის მიწას ყველა ძალითა და საშუალებით დაიცავს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხალხის უსაფრთხო ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

"მინდა, მე მომისმინოს კიევის ხელისუფლებამ და მისმა რეალურმა პატრონებმა დასავლეთში. ყველამ დაიმახსოვროს – ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ხდებიან ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ. მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეს არაერთხელ ითქვა, თუმცა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიეში, ხერსონში ხალხის არჩევანს არ განვიხილავთ. ეს არჩევანი გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს.

კიევის დღევანდელი ხელისუფლება პატივისცემით უნდა მოეპყროს ხალხის ნების ამ გამოხატვას და არა სხვაგვარად. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს გზა მშვიდობისკენ. ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ძალით და საშუალებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხის უსაფრთხო ცხოვრება. ამაშია ჩვენი ხალხის დიდი განმათავისუფლებელი მისია," – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 

დღის ამბები