25 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დღეს შვეიცარიაში მოღვაწე მხატვრის, ნინო გამსახურდიას ნამუშევრების გამოფენა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები.

ნინო გამსახურდია შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრებიც ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობის კაცობრიობის უძველეს გამოცდილებას და ამ მასალების საშუალებით საკუთარი იდეების თვითგამოხატვას ეფუძნება.

"ჩვენ 30 წლის წინ წავედით ემიგრაციაში. მე აქედან წავიღე უდიდესი ცოდნა მიღებული მხოლოდ საქართველოში საოცარი პედაგოგებისგან, მეცნიერებისგან," - აცხადებს ნინო გამსახურდია

დღის ამბები