20 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2022" მიმდინარეობს

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება "ღირსეული პასუხი 2022" აქტიურ ფაზაშია. იმიტირებული სცენარის მიხედვით, სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს სიმულაციურ მედიაცენტრში მთელი დღის განმავლობაში უწევთ მუშაობა და საველე გასვლები.

სცენარის მიხედვით, მედიის რამდენიმე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარის ზურგშიც მოყვა. მათ ევაკუაციაში თავდაცვის ძალების იროკეზის ტიპის ვერტმფრენი ჩაერთო. მედიის წარმომადგენლებს 5 დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო წესით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება "ჯარის კაცის" ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილებები.

დღის ამბები