11 მაისი 2024,   06:25
ვრცლად
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ენმ-ის წევრ ზაალ გოროზიას ბრალს დღეს წარუდგენენ

ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებულ ზაალ გოროზიას ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღმკვეთის ღონისძიების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

მარტვილის საკრებულოს წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. პოლიციას გოროზიას მეუღლემ მიმართა. ის ქმარს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს.

"კურიერის" ინფორმაციით, დანაშაულის თანამონაწილედ განიხილება მათი 18 წლის ვაჟიც.

დღის ამბები