15 ნოემბერი 2024,   11:08
ვრცლად
პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან - უმრავლესობის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი კითხვები აქვთ ომბუდსმენის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარდგება, სახალხო დამცველთან შესახვედრად ემზადებიან მმართველ გუნდში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი კითხვები აქვთ ომბუდსმენის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნების" წევრის გია ვოლსკის შეფასებით, სახალხო დამცველი კონკრეტული პროცესების დროს ჩაერთო გარკვეული მხარის ინტერესების სასარგებლოდ. გია ვოლსკი ასევე ინტერესდება სახალხო დამცველის შეფასებებით ტექნიკურ მთავრობაზე, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვაზე და ასე შემდეგ.

ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ამბობს, რომ სახალხო დამცველის საკომიტეტო მოსმენაზე მან ნინო ლომჯარიასგან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღო

"ქართულ ოცნებაში" იმედს გამოთქვამენ, რომ ომბუდსმენისგან ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებენ.

დღის ამბები