თელავის დრამატული თეატრის დასი პოლონეთში გაემგზავრა. მსახიობები საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. "მიმართულება აღმოსავლეთისკენ" - ასე ჰქვია ფესტივალს, სადაც თელავის დასი საქართველოს სახელით უკვე მეექვსედ მონაწილეობს.
ამჯერად ქართული თეატრალური წარმომადგენლობა ტენესი უილიამსის სპექტაკლს "ტრამვაი სახელად სურვილი" წარადგენს.