26 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
სახალხო დამცველმა თავისი ფუნქცია ბრწყინვალედ შეასრულა და მხოლოდ მადლობა ეთქმის - რომან გოცირიძე

პარლამენტში სახალხო დამცველს ელოდებიან. ნინო ლომჯარია სესიაზე წლიური ანგარიშით წარსდგება. მანამდე ლომჯარიამ დოკუმენტი კანონმდებლებს საკომიტეტო მოსმენაზე გააცნო. 2021 წელის ანგარიშში სახალხო დამცველის აპარატმა რიგი დარღვევები გამოავლინა, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, პოლიციელთა საქმიანობაში, სასამართლო სისტემაში, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმების კუთხით და ბავშვთა უფლებების მიმართულებით. ანგარიშში მოხვდა გახმაურებული საქმეებიც - მათ შორის 5 ივლისის და დავით გარეჯის საქმეები.

ოპოზიცია სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები ქვეყანაში გაუარესებულია.

"რა რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო  იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა თავისი მანდატი უკეთესად შეასრულოს - ამ საკითხთან დაკავშირებით ვკითხავ და სიამოვნებით ვიმუშავებ დარჩენილ დროში მასთან ერთად, რომ ეს ინიციატივები უფრო კარგად განახორციელოს," - აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ გაუარესებული სიტუაციის ფონზე სახალხო დამცველმა თავისი ფუნქცია კარგად შეასრულა:

"მან შეასრულა ბრწყინვალედ თავისი ფუნქცია და მხოლოდ მადლობა ეთქმის, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალი სახალხო დამცველი გააგრძელებს მის კურსს," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები