23 აგვისტო 2026,   09:32
ვრცლად
ორწლიანი პაუზის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული "გარისობა 2022" აღინიშნა

პანდემიისგან გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში "გარისობა 2022" აღინიშნა.

ღონისძიების ფარგლებში გასართობი, კულტურული და სპორტული აქტივობები გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი, მოეწყო ხელოვანთა ნამუშევრების, ნახატების გამოფენა და 25 კუთხე, მისთვის დამახასიათებელი კულინარიითა და დეკორაციებით.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა "საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭეს: ლეილა მეხრაძეს, ალექსანდრე ჩივაძეს, გოჩა აფციაურს.

სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ლიეტუვის დელეგაციის წევრებთან, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მღვდელმთავრებთან, სასულიერო პირებთან, თეთრიწყაროს მერ გიორგი წიკლაურთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად ესწრებოდა.

დღის ამბები