23 აგვისტო 2026,   07:16
ვრცლად
"ყველა დღე მძიმეა და უარესია, დრო მკურნალი არაა" - ბათუმის ტრაგედიიდან, რომელმაც 9 ადამიანი იმსხვერპლა, 1 წელი გავიდა

ბათუმის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, ასობით მეხანძრე-მაშველი უწყვეტად მუშაობდა. ტრაგედიის შედეგად შეიცვალა 55 ოჯახის მისამართიც.

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე ჩამოშლილი კორპუსის ადგილას რიგით მოქალაქეები, ასევე დაღუპულების ოჯახის წევრები დილიდან მიდიან და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

"ყველა დღე მძიმეა და უარესია, დრო მკურნალი არაა. რომ დავინახე სახლი აღარ იდგა, მახსოვრობა მომივიდა გვიან ღამეს, მაშველები რომ მუშაობდნენ იქიდან მახსოვს ის დღის კადრები," - აცხადებს გია შომახია, რომელმაც ტრაგედიისას მეუღლე და შვილი დაკარგა.

დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ადგილზე მივიდნენ მეხანძრე-მაშველებიც, რომლებიც გასული წლის 8 ოქტომბერს ადამიანების გადასარჩენად უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.

26 მაისის ქუჩაზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის ა/რ-ის მთავრობის მეთაურმა და ბათუმის მერმა.

დღის ამბები