გორში ერისთავის თეატრში პრემიერა გაიმართა. ამჯერად ნაჩვენები იყო რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის თოჯინური სპექტაკლის პრემიერა - "როგორ იწერება სიყვარული". ეს გახლავთ ერთმოქმედებიანი წარმოდგენა რომლის ფაბულა სასიყვარულო ისტორიაზეა აგებული.
სცენიდან ექვსი მსახიობი და ორი თოჯინა - სიყვარულზე, ერთგულებაზე, ლოდინზე, იმედგაცრუებასა და ისევ სიყვარულზე მოგვიყვებიან.