27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
აფეთქებების სერია კიევში - მოსახლეობა ცდილობს, თავი მეტროს შეაფაროს

კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა. მოსახლეობა ცდილობს, თავი მეტროსადგურებს შეაფაროს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, აფეთქება კიევის ცენტრალურ რაიონში მოხდა, დეტალების შესახებ ის მოგვიანებით ისაუბრებს.

ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც, თუმცა ცნობები, ჯერჯერობით, დაუზუსტებელია. 

უკრაინული ტელეგრამარხების ინფორმაციით, კიევში ერთ-ერთი რაკეტა გრუშევსკის ძეგლის რაიონში, ვლადიმირსკის ქუჩაზე აფეთქდა, ადგილზე მუშაობენ მაშველები.

ვრცელდება ინფორმაცია აფეთქებების შესახებ დნეპრშიც, რაკეტები დააფიქსირეს ოდესის ოლქშიც. 

საჰაერო განგაშის სიგნალი, ამ დროისთვის, თითქმის მთელი უკრაინის მასშტაბით ისმის.

 

ნახეთ, ასევე : "მტრებთან სალაპარაკო არაფერია" - კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის ქვედანაყოფის მოსამზადებელი წვრთნები შეამოწმა

დღის ამბები