19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
"სიყვარულით საქართველოსთვის" პროექტის ფარგლებში კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ქართული საფორტეპიანო მინიატურის საღამოს მასპინძლობს

"სიყვარულით საქართველოსთვის" – ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი ქართული საფორტეპიანო მინიატურის საღამოს მასპინძლობს.

ქართველი მუსიკოსების ცნობილ ნაწარმოებებს - პიანისტი თამარ ბარდაველიძე სტუდენტებთან ერთად წარადგენს.

"ეს არის ჩემი პროექტი "სიყვარულით საქართველოს", რომელიც ეძღვნება ქართული პროფესიული მუსიკის პოპულარიზაციას. კერძოდ, ამ შემთხვევაშიც, რამდენიმე დღიანი პროექტია, მოიცავდა მასტერკლასებს ცნობილ ქართველ კომპოზიტორებთან, პიანისტებთან ჩემი მოსწავლეებისთვის, რომლებიც არიან მოყვარული პიანისტები და დიდი ენთუზიაზმით ეუფლებიან ქართულ მუსიკას," - ამბობს მუსიკოსი თამარ ბარდაველიძე.

მონაწილეებს შორის არის ლონდონში მოღვაწე ცნობილი პიანისტი ნილ დუ ფრიზიც, რომელიც საქართველოს სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში ეწვია.

 

დღის ამბები