23 აგვისტო 2026,   04:42
ვრცლად
"რესპუბლიკა გურია" - ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე რუსთაველის თეატრში ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით დაიწყო

"რესპუბლიკა გურია", - ოზურგეთის თეატრის საგასტროლო ტურნე რუსთაველის თეატრში ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით დაიწყო. 1-11 ნოემბერს, თეატრი გასტროლებს თბილისში, რუსთავსა და გორში მართავს.

რუსთაველის თეატრში მაყურებელმა ნახა პირველი წარმოდგენა -"რესპუბლიკა გურია" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. სპექტაკლის სიუჟეტი ეყრდნობა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ დოკუმენტურ მასალებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რეგიონალური თეატრის განვითარებისთვის მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია.

"ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული თეატრების გასტროლები. აუცილებელია თბილისელმა მაყურებელმაც შეაფასოს რა კეთდება რეგიონებში,"- აცხადებს წულუკიანი. 

დღის ამბები