ვაზიანის სამხედრო ბაზაზე "ღია კარის დღე" გაიმართა. მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და მათ ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს.
ვიზიტორებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზები და ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
"ღია კარის დღეები" თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მუდმივად იმართება. მიზანი კი ქართული ჯარის პოპულარიზაციაა.