23 აგვისტო 2026,   02:28
ვრცლად
აქცია გორში - სამხედრო ჰოსპიტალის კონტრაქტორი "ჯითი გრუპის" 56 თანამშრომელი ხელფასის გაზრდას ითხოვს

საპროტესტო აქცია გორის სამხედრო ჰოსპიტალთან - ჰოსპიტალის კონტრაქტორი "ჯითი გრუპის" 56 თანამშრომელი ხელფასების გაზრდას მოითხოვს.

დასუფთავების თანამშრომლები ჰყვებიან, რომ აქვთ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი ხოლო ანაზღაურების სახით 280 ლარს იღებენ. 

აქციის მონაწილეებთან მოვიდა დამსაქმებელი, რომელიც აცხადებს, რომ ახალი ტენდერის გამოცხადებამდე საკონტრაქტო პირობების შეცვლის საშუალებას ვერ ხედავს.

დღის ამბები