02 ივნისი 2024,   20:01
ვრცლად
30 წლიანი ლოდინის შემდეგ, ბინა საკუთრებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ კიდევ 123 ოჯახს გადაეცა

30 წლიანი ლოდინის შემდეგ, ბინა საკუთრებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ კიდევ 123 ოჯახს გადასცეს. მთავრობის განკარგულების შესახებ დევნილებმა გუშინ გაიგეს, ათობით ოჯახმა ახალი ბინა თბილისში, გორში, ქუთაისსა და კიდევ 13 მუნიციპალიტეტში მიიღო.

დევნილთა სააგენტო განცხადებების მიღებას განაგრძობს, ფართების გადაცემა კი ოჯახის სულადობის მიხედვით ხდება. მთავრობის გეგმის მიხედვით 3 წელიწადში 5 ქალაქში დევნილებისთვის 7 ათასი ახალი საცხოვრებელი ბინა უნდა აშენდეს, სულ კი პროგრამის ფარგლებში 13 ათასი დევნილის დაკმაყოფილება მოხდება.

პროცედურულად, დევნილთა სახლების დაკანონების მოთხოვნით , სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს. სამინისტრო კი საკითხს მთავრობაზე წარადგენს დასამტკიცებლად. მანამდე სააგენტო დევნილთა განაცხადებს განიხილავს და დოკუმენტაცია კანონის შესაბამისობაში მოჰყავს. ფართების საკუთრებაში გადაფორმება ოჯახის სულადობის მიხედვით ხორციელდება.

დღის ამბები