დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე, კოტე მარჯანიშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა გააცოცხლეს სცენები რეჟისორის სპექტაკლებიდან. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ სასცენო კოსტიუმები კოტე მარჯანიშვილის დადგმებიდან.