26 აპრილი 2024,   20:40
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ინიციატივებზე თუ პროცესებში, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, აქ საუბარია, თუ ვინ როგორ აანონსებს ამ ყველაფერს - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება. მოქმედი თავმჯდომარე, მის კონკურენტს, ლევან ხაბეიშვილს აკრიტიკებს. დაპირისპირების მიზეზი ორ ბანაკად გაყოფილ პარტიაში, ერთი ფრთის მიერ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით 3 დეკემბერს დაგეგმილი აქციაა.

ხაბეიშვილის მიერ აქციის დაანონსებას, ნიკა მელია მეგობრების მხრიდან ნაბიჯების განკერძოებულად გადადგმის მცდელობას უწოდებს.

"ამჯერადაც ტელევიზიით გავიგე ინიციატივის შესახებ, რომლის გარშემოც აბსოლუტურად ერთი აზრი არის. ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინიციატივებზე, ღონისძიებებზე, თუ პროცესებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ერთიანები და არავის არ უნდა გაუკვირდეს ეს. აქ საუბარია, თუ ვინ როგორ აანონსებს ამ ყველაფერს, რომელსაც მე მაგალითად სხვანაირად ვიზამდი. მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ შემოთვალა, რომ ის არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოზიციაზე კენჭისყრას აღარ აპირებს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან ერთ-ერთ ტელეეთერში ისაუბრა.

დღის ამბები