19 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
მელიქიშვილის გამზირი დროებით ისევ გადაიკეტა

მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ მთლიანად გადაკეტილია - უნდა დაიგოს ასფალტის საფარის ბოლო ფენა. მიმდინარე რეაბილიტაციის გამო შეზღუდვა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

ავტომანქანები, ისევე როგორც მუნიციპალური ტრანსპორტი, იმ სქემით იმოძრავებენ, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში იყო.

გამზირის სრული რეაბილიტაციის პროცესში შეიცვალა გზის საფარი, მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, დაირგო ხეები და ბუჩქები.

დღის ამბები