20 აპრილი 2024,   01:34
ვრცლად
რაჭაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

რაჭაში, სოფელ ჭრებალოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს უკვე სასამართლო გადაწყვეტს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში,  ცივი იარაღის გამოყენებით 62 წლის თანასოფლელი მოკლა და მიიმალა.

დაკავებულს განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ და მას 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები