26 აპრილი 2024,   20:57
ვრცლად
მამუკა მდინარაძე კასიანოვის განცხადებაზე: მიზანია - მხარედ დაფიქსირდეს საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში

 „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ომის ნარატივი გახსოვთ მძლავრად, პირველი ტალღა იყო ძალიან მძლავრი, თვითმფრინავების გაგზავნის მოთხოვნით და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ეს მოთხოვნა იყო ძალიან მკაფიოდ გახმოვანებული და რას ნიშნავდა ავუხსენით ქართულ საზოგადოებას და აღარ დავღლი, პირდაპირ ჩართვას ომში, მიზანი - მხარედ დაფიქსირდეს საქართველო სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში“ - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, საქართველო უკრაინის შემდეგ ნომერ პირველი რისკის შემცველი ქვეყანაა და როგორც კი საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც რისკს ასმაგად ზრდის და საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება.

"25 და 30 კილომეტრში ჯარი რომ გვიდგას ნომერ პირველი რისკის შემცველი ქვეყანაა დღეს უკრაინის შემდეგ საქართველო. ახლა როცა მინელდა, შედარებით თორემ არ მინელებულა, ომის მოთხოვნის ტალღა, როდესაც ქართული საზოგადოების უმრავლესობა ჩამოყალიბდა მშვიდობაზე, როდესაც მიხვდნენ რომ ეს პიარ კამპანია ჩავარდა, ეცადნენ ახალი ტალღის აგორებას და ბოლო დღეებში ბევრი მსგავსი მესიჯი მოვისმინეთ და ეს მესიჯები დააგვირგვინა არა ისეთმა ირიბმა მესიჯებმა, როგორიც სხვებიც გვესმის, არამედ გაჭრილად, პირდაპირმა მოთხოვნამ შეიარაღების გადაცემის. როგორც კი საქართველო ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ეს ნიშნავს მხარედ დაფიქსირებას სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში, რაც რისკს ასმაგად ზრდის და საქართველოს ომის რისკის გადატანა ძალიან გაუჭირდება იმ გლობალურ საშინელებაში, რასაც რუსეთის საოკუპაციო არმია აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ რისკზე საქართველო ვერ წავა და გამოჩნდა, რომ გენერატორი და რაღაცები, ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ სისულელეებია, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემები“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები