26 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 55 მლნ ევრო გამოიყო. საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის გაფორმდა სასესხო და საგრანტო შეთანხმებები.

ხელმოწერამდე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს შეხვდა.

პროექტი ითვალისწინებს ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობას, ქალაქის სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესებას, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვას.

დღის ამბები