მუნიციპალური განვითარების ფონდმა იმერეთის რეგიონში ბზვანის საჯარო სკოლის და სოფელ მეორე ობჩაში 10 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 2 ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
გზის რეაბილიტაციის შედეგად კი სოფლების მოსახლეობას საშუალება ექნება თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონ ლარამდეა.