გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარები და სოციალურად შეჭირვებული 100-მდე მოხუცი დაესწრო. საღამო ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით მოეწყო.
ხანდაზმულებს საღამო გორელმა ახალგაზრდებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაულამაზეს. ვახშამზე მოხუცებმა საკუთარი რეპერტუარიც წარადგინეს.