17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს

2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს, დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება უკვე 2023 წლის 1-ელ იანვრამდე დაბადებულ პირებთან მიმართებით აქვთ. აღნიშნული კანონი ძალაში დღიდან შედის. 

ასევე, კანონის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ იმ პირებზე, რომელთა ორივე მშობელი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა, კვლავ გაგრძელდება.

 

დღის ამბები