17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
ტელერეიტინგების რეკორდსმენი შოუს, "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული გურამ შეროზიაა - რეალითი შოუს მეორე სეზონის ფინალი ახალი წლის ღამეს 4 საათს გაგრძელდა

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის ფინალი 2022 წელს დაიწყო და 2023-ში დასრულდა. ეს იყო პროექტის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი, მუსიკალური, პოზიტიური და სადღესასწაულო გადაცემა. "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ახალ წელს პროექტის გამარჯვებულის გამოვლენის მოლოდინში შეხვდა.

არხის დირექტორმა, პროექტის წამყვანებისგან განსხვავებით, ხმების ლიდერის დასახელება დიდხანს არ დააყოვნა.

მაყურებელს არჩევანი გურამ შეროზიას, კოსტა სანიკიძესა და თამაზა ლოხიშვილს შორის უნდა გაეკეთებინა. დანარჩენი ორის გულშემატკივრებს გურამ შეროზიას მხარდამჭერებმა სძლიეს და მთავარი ჯილდო - ბინა, 1 484 969 ხმით მოაგებინეს.

შემოსული ხმების რაოდენობით მეორე ადგილი "პრაიმ ჰაუსის" ხომალდის კაპიტანმა მიიღო.

ფინალის ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი თამაზა ლოხიშვილის ბევრი წლის ოცნების ასრულება იყო. პროექტმა ფინალისტის ემიგრანტი დედა სტუდიაში ყველასთვის მოულოდნელად შეიყვანა. ემოციებს ვერც წამყვანები და ვერც სხვა ემიგრანტის შვილი მონაწილეები მალავდნენ.

გაგრძელდება თუ არა ტრადიცია, რომელიც "პრაიმ ჰაუსელების" ტელეწამყვანებად ქცევას გულისხმობს, ამას დრო გვიჩვენებს. პირველი სეზონის გამარჯვებული კი მისი პოზიციის დათმობას არ აპირებს.

სანამ ტელეწამყვანების საკითხი გაირკვევა, ღიაა მთავარი კითხვა - იქნება თუ არა რეიტინგების რეკორდსმენის და ქართულ ტელესივრცეში ერთადერთი რეალური შოუს მესამე სეზონი?!

ეს ნამდვილად საქართველოა, "რუსთავი 2" რეკორდული მაჩვენებლებით, მილიონობით ლაიქით, სამ მილიონამდე შემოსული ხმით და ათასი ერთდროული მაყურებლით. ეს არის ქართულ რეალობაში ყველაზე რეიტინგული პროექტი - "პრაიმ ჰაუსი"!

დღის ამბები