17 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
ქალაქ პერტის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

შოტლანდიაში, ქალაქ პერტის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. 

New County Hotel-ში ცეცხლის გაჩენის გამო, ადგილზე 21 სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და ცხრა სახანძრო მანქანა მუშაობდა.

შოტლანდიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა სამი ადამიანი და ერთი ძაღლი.

სასტუმროდან სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა, პოლიციამ გზა გადაკეტა. 

დღის ამბები