24 ნოემბერი 2024,   04:05
ვრცლად
პიროტექნიკით დაზარალებულები კლინიკებში ამ ახალ წელსაც მოხვდნენ - ქირურგი მტევნის მძიმე დაზიანებაზე და თითების დაკარგვის ფაქტებზე საუბრობს

პიროტექნიკით დაზარალებულები თბილისის ცენტრალურ კლინიკებში წელსაც მოხვდნენ.  პირველ და ორ იანვარს საავადმყოფოებში ის ადამიანები შეიყვანეს, რომლებიც ახალი წლის დღეებში ასაფეთქებლებით დაზარალდნენ. ძირითადი დაზიანებები მათ კიდურებზე აქვთ.

ექიმები და სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, მკაცრად დაიცვან ინსტრუქცია და მოარიდონ პიროტექნიკა ბავშვებს.

"მნიშვნელოვანია სწორად გამოყენება ამ ყველაფრის და ბავშვების მორიდება. ამ ახალ წელს  პიროტექნიკით დაზიანებული 7 ადამიანი გვყავდა, აქედან 1-მა თითიც კი დაკარგა, დანარჩენს მტევნის მძიმე დაზიანება ჰქონდა,"- განაცხადა ქირუქგმა მირიან ბოცვაძემ.

დღის ამბები