17 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოშკის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს - ადგილობრივების ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულები ცხინვალის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

ახალმა წელმა საქართველოში ადამიანთა გატაცების გარეშე არ ჩაირა - სერგო გუგუტიშვილისა და თამაზ კახაბრიშვილის უკანონოდ დაკავებას ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს. რომან ჩალაური "კურიერთან" იხსენებს, რომ დაინახა როგორ გადაკვეთეს ე.წ. საზღვარი პირუტყვმა და მწყემსებმა. მისი თქმით, წავიდა გასაფრთხილებლად, მაგრამ ვერ მიასწრო, რადგან მწყემსები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს უკვე დაკავებული ჰყავდათ.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მწყემსების დაკავების შესახებ გვიან შეიტყვეს. "კურიერთან" იმასაც ამბობენ, რომ მავთულხლართებთან მიახლოებას ერიდებიან და ერთმანეთსაც აფრთხილებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულები ცხინვალის ე.წ. წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურად მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი, უწყებამ ინფორმაცია უკვე მიაწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას.

საქართველოს 2 მოქალაქე - სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ კოშკის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გუშინ დააკავეს.

დღის ამბები