17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
თუშეთის გარდა ახალი წელი მარტვილში, ქედაში და ყაზბეგშიც აღნიშნეს - სამივე მუნიციპალიტეტში, ღონისძიებები განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პატარებისთვის იყო

თუშეთის გარდა ახალი წელი მარტვილში, ქედაში და ყაზბეგშიც აღნიშნეს - ნაძვის ხე, საშობაო ბაზრობა და ტკბილეულით სავსე ხურჯინი თოვლის ბაბუისგან. სამივე მუნიციპალიტეტში 2023 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი პატარებისთვის იყო.

ახალი წლის ღამისთვის სამივე ქალაქში სხვადასხვა თაობის მომღერლები ჩავიდნენ. ძველი და ახალი სიმღერები ყაზბეგში, მარტვილსა და ქედაში მთელი დღის განმავლობაში ისმოდა, დღის ბოლოს კი ახალი 2023 წლის შემოსვლას ადგილობრივები გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტები ქვეყნის მასშტაბით, 13 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო ღონისძიებას საქართველოს 63 ქალაქი უმასპინძლებს. რეგიონებში თითოეული დღე კონცერტით და ფოიერვერკით სრულდება.

დღის ამბები