17 მაისი 2024,   09:00
ვრცლად
ფეხბურთის მეფე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს - 10 ათასობით ადამიანი ბრაზილიელი ლეგენდის პატივისცემის ნიშნად, ქუჩებში გამოვიდა

ფეხბურთის ბრაზილიელი მეფე დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ედსონ არანტეს დუნასიმენტუ დაკრძალეს, მაგრამ მისი სახელი და საფეხბურთო სტილი საუკუნეებს დარჩება. 82 წლის ასაკში ლეგენდარული პელე ათიათასობით ადამიანმა გააცილა. 58, 62 და 70 - მსოფლიოს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის თასი სამჯერ აღმართა.

გენიალური პელე გინესის რეკორდებში შესულ სასაფლაოზე დაკრძალეს. ლეგენდა ნომერმა ათმა, როგორც აღმოჩნდა საკუთარი წილი მიწა სასაფლაო მემორიალ ნეკროპოლ ეკუმენიკაზე ჯერ კიდევ 19 წლის წინ შეიძინა. მანამდე კი პელემ შეძლო ის, რაც ვერც ერთმა თავდამსხმელმა ვერ შეძლო-ფინტების მეფე, დრიბლინგის დიდოსტატი და სპორტსმენი რომლის საფეხბურთო სტილის მიბაძვას დღემდე ყველა წამყვანი ფეხბურთელი ცდილობს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები