19 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
პენჯაბის პროვინციაში, ორი პაკისტანელი დაზვერვის ოფიცერი მოკლეს

პენჯაბის პროვინციაში, ორი პაკისტანელი დაზვერვის ოფიცერი მოკლეს. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთით, გზისპირა რესტორნის წინ მოხდა, როდესაც ოფიცრები მანქანას აჩერებდნენ.

მოკლული ოფიცრები გამოცდილი ექსპერტები იყვნენ "თალიბანის" წევრების მიერ რთული შეტევითი გეგმების გამოაშკარავებასა და მათ დაკავებაში. პასუხისმგებლობა მკვლელობაზე ჯერჯერობით არავის აუღია, ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები