17 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
გადაუდებელ დეპარტამენტში მომართული პაციენტების 30%-მდე შეიძლება საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას - ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე

თსუ-ს პროფესორი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე ამბობს, რომ გრიპის ვირუსით კლინიკებში მიმართვიანობა მაღალია. მისი თქმით, გადაუდებელ დეპარტამენტში მისული პირების 30%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება.  

"მიმართვიანობა გრიპის შემთხვევებზე მომატებულია, ვინაიდან გრიპით ავადობა შედარებით მაღალია. პრაქტიკულად, ყველა შესაძლო ამბულატორიული კონსულტაციის პერიოდი შევსებულია. შეიძლება საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას გადაუდებელ დეპარტამენტში მომართული პაციენტების სადღაც 30%-მდე," - აცხადებს მალვინა ჯავახაძე.

დღის ამბები