17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
ომი ყველაზე ახდენს გავლენას და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერები- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ომი ყველაზე ახდენს გავლენას და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერები , - ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პორტუგალიაში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

ანალენა ბერბოკმა უკრაინის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმ ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ არიან.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფოები არ იყვნენ რუსეთზე დამოკიდებული. 

"11 თვის განმავლობაში ჩვენ როგორც ევროპელებმა, მტკიცე პასუხი გავეცით რუსეთის აგრესიას უკრაინაში. სამწუხაროდ მსოფლიოში მშვიდობის სურვილი საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა ავაშენოთ უკეთესი მომავალი. ჩვენ უნდა ვიდგეთ უკრაინის ხალხის, მსხვერპლთა და სამართლიანობის გვერდით რამდენი ხანიც მათ დასჭირდებათ, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ჩვენი უსაფრთხოება, როგორც უბრალო მოცემულობა.

ომის აგრესია არ არის იზოლირებული მოვლენა, ეს ყველაზე ახდენს გავლენას, თუ ჩვენ ერთად ერთად ვიდგებით ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უფრო ძლიერები ვიდრე ეს ომია. ამისათვის ჩვენ უნდა შეგვეძლოს რომ ვიმოქმედოთ ეფექტურად და სწრაფად,"-აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

დღის ამბები