17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ბაიდენმა მექსიკის საზღვართან არსებული მიგრაციული კრიზისის გასანეიტრალებლად და უსაფრთხოების დასაცავად ახალი გეგმა წარადგინა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკის საზღვართან არსებული მიგრაციული კრიზისის გასანეიტრალებლად და უსაფრთხოების დასაცავად ახალი გეგმა წარადგინა.

მისი განცხადებით, ხელისუფლება წინა პრეზიდენტის ტრამპის მიერ შემუშავებულ 2020 წელს დაწესებულ შეზღუდვებს გამოიყენებს კუბელი, ნიკარაგუელი, ჰაიტელ და ვენესუელელ თავშესაფრის მაძიებელ არალეგალ მიგრანტთა მექსიკაში დაუყოვნებლივ დასაბრუნებლად. შეერთებული შტატების პირველი პირის შეფასებით ეს პროცესი იქნება მოწესრიგებული, უსაფრთხო და ჰუმანური.

ამასთანავე შტატები მზადაა ამ ქვეყნებიდან თვეში 30 ათასი თავშესაფრის მაძიებელი მიგრანტი მიიღოს, რომელთაც ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს შტატებში და ამასთანავე მათ უსაფრთხოების სამსახურის მიერ შემოწმების გავლაც მოუწევთ. არსებული ინფორმაციით ნოემბრის თვეში ამ ქვეყნიდან 80 ათასზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც არალეგალურად აპირებდნენ ქვეყანაში შესვლას.

 

დღის ამბები