17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
დღეს, საჰაერო სივრცეს უკრაინული ავიაცია ინტენსიურად იცავდა - მიზეზი პუტინის დაპირებაა, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ

საჰაერო სივრცეს უკრაინული ავიაცია დღეს ინტენსიურად იცავდა - მიზეზი პუტინის დაპირებაა, ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ.

უკრაინა 12 საათის მერე არ დაუბომბავთ. ყოველ შემთხვევაში მსგავსი ცნობები ადგილობრივ მედიაში ამ დრომდე არ გავრცელებულა. არ დაუწერიათ არც ოკუპანტების პოზიციებზე მიტანილი იერიშის შესახებ. ბახმუტში ორმხრივ სროლაზე ისაუბრა მხოლოდ ამირკულმა "სიენენმა" - ისიც, დღის ბოლოს. დილიდან კი მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტი საუბრობდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის საშობაო ზავის ინიციატივას ცინიკური უწოდა და მისი პირობების გაზიარებაზე უარი განაცხადა.

უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის 317 დღიანი, უწყვეტი ტერორის შემდეგ რუსეთის "ზავის" არ სჯერა დასავლეთს. მას ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ისეთივე ფარსს უწოდებს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი კრემლის ამ ნაბიჯში მეტი შეიარაღების და ცოცხალი ძალის მობილიზების მცდელობას კითხულობს. ე.წ "ზავს" გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტიც.

ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ტაძრებში ტერაქტების ორგანიზებასაც. ამაზე მთელი დღის განმავლობაში ოფიციალური კიევი საუბრობდა. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ხალხმარავლ ადგილებში მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევვს.

დღის ამბები