17 მაისი 2024,   10:03
ვრცლად
მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს - ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

საშობაო ლიტურგია გაიმართა სიონის საკათედრო ტაძარშიც. ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. ტაძარში შეკრებილებმა პატრიარქის ეპისტოლე და მილოცვა მოისმინეს.

გუშინ, გვიან ღამით, სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას პოლიტიკოსები დაესწრნენ, მათ შორის იყო პრემიერ მინისტრი, დედაქალაქის მერი და პარლამენტის თავმჯდომარე. 

დღის ამბები