17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ალილოს მსვლელობა გაიმართება. მსვლელობა ორ საათში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. მოედანზე უკვე დაწყებულია სამზადისი, ადგილზე იკრიბებიან მოქალაქეები, ასევე ბავშვები. რესპუბლიკის მოედანზე ელოდებიან სასულიერო პირებს და 14:00 საათზე მსვლელობა დაწყება.

ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დროებით გარკვეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.   

გასული ორი წლის განმავლობაში, პანდემიიდან გამომდინარე, ალილოს მსვლელობა ტრადიციული ფორმით არ ტარდებოდა. 

დღის ამბები