17 მაისი 2024,   09:17
ვრცლად
თბილისში ალილოს მსვლელობა დასრულდა - შეგროვებული ნობათი და საჩუქრები სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს

თბილისში "ალილოს" საზეიმო მსვლელობა დასრულდა. შობის მახარობლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეები რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც შეგროვებული ნობათი და საჩუქრები მიიტანეს. მსვლელობის დასრულების შემდეგ კი ტაძარში შობის პარაკლისი აღევლინა.

ალილოს მსვლელობის დროს შეგროვებულ ტკბილეულსა და სხვადასხვა ნივთებს ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებს გადასცემენ.

გასული ორი წლის განმავლობაში ალილოს ტრადიციული მსვლელობა არ სრულდებოდა, თუმცა წელს ალილო ისევ ძველი სახით იმართება.

დღის ამბები